იტალიაში საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რომის სასამართლომ იტალიის საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA. ფრეგატის კაპიტანი უოლტერ ბიოტი ჯაშუშობასა და მექრთამეობაში ცნეს დამნაშავედ.


ის 2021 წლის მარტში რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეხსიერების ბარათში იყო ბიოტის კომპიუტერიდან დოკუმენტები და ფოტოები, მათ შორის, 47 მონიშნული იყო, როგორც „NATO-ს საიდუმლო“, ხოლო 57 - როგორც NATO-ს კონფიდენციალური.“

ბიოტისთვის ეს უკვე მეორე სასჯელია, რადგან სამხედრო ტრიბუნალმა მას 2023 წლის მარტში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტალიამ ორი რუსი დიპლომატი 2021 წელს გააძევა სკანდალის საპასუხოდ.