შარლ მიშელი ხურვალეთში ჩასვლაზე: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭო ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.

​"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა, რა სიტუაციაა ადგილზე, სწორედ ამიტომ ვარ აქ. ევროპული საბჭო ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. ასევე უნდა ავღნიშნოთ, მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასრულებს ევროპული მონიტორინგის მისია იმისთვის, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შენარჩუნდეს სტაბილურობა და ნდობის აღდგენის ზომებთან დაკავშირებით გადაიდგას ნაბიჯები.

ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან",- თქვა შარლ მიშელმა.