ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ევაკუაცია გამოცხადდა

პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა დატოვეს.

პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა.


გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.

ცნობისთვის, გუშინ, 20 იანვარს გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.