ნიკოლა სარკოზის სასამართლომ ერთწლიანი შინაპატიმრობა და 2 წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის ყოფილ პირველს პირს ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, კორუფცია და გავლენის ბოროტად გამოყენება, ასევე მოსამართლის მოსყიდვის მიზნით მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზება.

BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წლის ვადით კი, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით. .

იგივე პირობებით სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა სარკოზის ადვოკატსაც, ტიერი ჰერცოგის. და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.