ვატიკანში, პაპი ფრანცისკეს რეზიდენციაში მცხოვრებ პირს COVID-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული უკვე გადავიდა თვითიზოლაციაში. ასევე თვითიზოლაციაში გადავიდნენ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიც.
ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება რეგულარულად უტარდება.
სულ ვატიკანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების 27 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 15 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.