შარლ მიშელი: დამოუკიდებელი სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს

"დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება.

"ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს გუშონ საღამოს ეწვია და დღეს, საქარველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.