NATO-ს ოთხი ხომალდი ლიეტუვაში, კლაიპედის პორტში შევიდა

NATO-ს ერთ-ერთი მუდმივი საზღვაო ჯგუფის გემების ჯგუფი ლიეტუვის საზღვაო პორტს კლაიპედას სტუმრობს. იუწყება The Baltic Times-ი. ესპანური, გერმანული და იტალიური გემები და  ფრეგატები ბალტიის ზღვის ტერიტორიულ წყლებში 24 იანვრამდე დარჩებიან.


„NATO-ს გემების ვიზიტი ხაზს უსვამს ლიეტუვისა და NATO-ს ძლიერ კავშირებს და ლიეტუვის ძალების მნიშვნელოვან როლს ალიანსში,“ - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

გემები ამჟამად განლაგებულნი არიან ბალტიის ზღვაში მოკავშირეთა სოლიდარობისა და კოლექტიური თავდაცვის ერთგულების უზრუნველსაყოფად.