„მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი არის ყველაზე დიდი მონაწილე, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქარველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისთვის რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა
შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.