აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკებების უზრუნველყოფით დაინტერესებულია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა. კითხვა ეხებოდა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმად, „ილჰამ ალიევი მზადაა, მოსკოვში წავიდეს ყარაბაღის კონფლიქტის განსახილველად.“
„ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რათა ფინიშის ხაზი გადავლახოთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და დანარჩენებთან მჭიდრო კოორდინაციით, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ,“აღნიშნა პატელმა. მან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ ლუის ბონოს როლს გაუსვა ხაზი.