თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, თუმცა ოფიციალურად ცნობა არ დადასტურებულა.