აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ შირვანში მოხდა. ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა.
ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.