სომხეთის არმია ფორმას NATO-ს სტანდარტების შესაბამისად შეცვლის

სომხეთის შეიარაღებული ძალების ახალი ფორმა NATO-ს სტანდარტებს ითვალისწინებს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის არმიაში ფორმების შეცვლის პროცესი დაიწყო და შესაბამისი სამუშაო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს.


„ახალი ფორმის არჩევისას სომხეთის რესპუბლიკა თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს კვლევებით, რომლებიც ტარდება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლის გზითა და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად,“ აღნიშნავს სამინისტრო. 

სამინისტრომ განმარტა, რომ შეისწავლა NATO-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის უნიფორმების მაგალითები.