დუდამ შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელები მეორედ შეიწყალა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვონსიკი შეიწყალა.

ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო.

„მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ პრეზიდენტის ბრძანებას. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით, მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ვწუხვარ, რომ ჩემი მოწოდების, მძიმე შიმშილობის და კამინსკის ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრს ის აქამდე არ გაუთავისუფლებია,“ – აღნიშნა დუდამ.

დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც.

11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს.