ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ,რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბური სანქციების გვერდის ავლისთვის მუშაობდნენ. ფისკალური ინფორმაციისა და საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა სამი ადამიანი დიმენიდან და ჰააგიდან. ყველას ასაკი ორმოცდაათ წლამდეა. რეიდები ასევე განხორციელდა ესტონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და კანადაში. დაკავებები 9 იანვრით თარიღდება.
ორი ეჭვმიტანილი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანიის ადმინისტრატორი იყო, რომელიც 2017 წელს შეიქმნა.
„ევროჯასტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან რუსეთში „ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობა“ პოტენციურად სამხედრო მიზნებისთვის გაიტანა. გასული წლის ოქტომბერში, ნიდერლანდების სასამართლომ რუს ბიზნესმენს რუსეთში ელექტრონული საქონლის ექსპორტისთვის 18-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
შეგახსენებთ, კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა, (მათ შორის, ნიდერლანდებმა) გამოავლინეს ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი არალეგალურად შეჰქონდა.