კანადამ და ევროკავშირის ოთმა ქვეყანამ გამოავლინა ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო საქონელი არალეგალურად შეჰქონდა. Eurojust-მა და Europol-მა ნიდერლანდების, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის და კანადის ერთობლივ გამოძიებას მხარი დაუჭირეს.
სამართალდამცველებმა ევროკავშირის ოთხი ქვეყნიდან და კანადიდან, სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის გამო, ეს ტექნოლოგი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ასეთი ექსპორტი უკანონოდ ითვლება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების გამო.