შარლ მიშელი: დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

„დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა.

„ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, Covid19 უსაფრთხოება, სტაბილურობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.