ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაშია. ფილმი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს საუკეთესო მხატვრული ფილმის, ხმის, სცენარისა და მონტაჟის ნომინაციებში.
დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს, ციურიხში გაიმართება.
შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება. დაჯილდოების ფოკუსში ხვდებიან ფილმები, რომლებიც შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით შეიქმნა.
რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოებიც დაიმსახურა.
ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა.