ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას Twitter-ზე აფასებს.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესის დაცვა. ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მაგრამ არსებობს ნება, რომ ყველა მხარესთან პოლიტიკური გადაწყვეტილება მოიძებნოს“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.