ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ კანონმდებლები ყოველდღიურად „ცოტათი უფრო უახლოვდებიან“ უკრაინისთვის დაფინანსების გაგრძელებას. სენატში სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა, რომ უკრაინის თავდაცვის დახმარების ბოლო 250 მილიონი დოლარის პაკეტი, თითქმის ერთი ერთი თვის წინ გამოცხადდა. მას შემდეგ აშშ-ის მთავრობა კიევისთვის მეტი დახმარების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.


„ამჟამად, სენატში ორივე მხარე გააფთრებით მუშაობს უკრაინის დახმარების კიდევ ერთი რაუნდის დასამტკიცებლად, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი პაკეტის დასრულებით. ყოველდღე ცოტათი ვუახლოვდებით ამას, მაგრამ ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი საკითხები. თუმცა ერთი რამ ცხადია: ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მიზნის მისაღწევად მუშაბა,”- განაცხადა სენატორმა შუმერმა.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.