იტალიის სენატმა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა

იტალიური მედიის ცნობით, ქვეყნის სენატმა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.

გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 18 წინააღმდეგ წავიდა. ახლა დოკუმენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატას, დეპუტატთა პალატას გადაეცემა.

მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს უკრაინაში სამხედრო აქტივების გადაცემის ნებართვის გაგრძელებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე, იტალიის მიერ კიევის დახმარების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.


იტალიის ოპოზიციური პარტია, „5 ვარსკვლავიანი მოძრაობა“ კიევში იარაღის შემდგომ გადაცემას ეწინააღმდეგება.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში იარაღის შემდგომი გადაცემის მომხრეა.