ხორვატიაში, რაიონულმა სასამართლომ Royal Romance-ის ძვირადღირებული იახტის უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს - უკრაინის მხარდაჭერის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ფრანო მატუშიჩს, სპლიტის რაიონული სასამართლოს მიერ იახტის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობა, იურიდიული დახმარების გამოძიების საფუძველზე,“ - აღნიშნა კორუფციასთან დაკავშირებული აქტივების აღმოჩენის, მოკვლევისა და მართვის ეროვნული სააგენტოს (ARMA) ხელმძღვანელმა ოლენა დიუმამ.
ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მიიღო გარანტია, რომ გემი უკრაინას უმოკლეს ვადაში გადაეცემა. ARMA-მ კი მიიღო ნებართვა, რომ ხელახლა შეაფასოს აქტივი მის გაყიდვაზე გატანამდე.
უკრაინული მედიის ცნობით, ხორვატმა სამართალდამცველებმა დააკავეს 92-მეტრიანი ძვირადღირებული იახტა Royal Romance, რომელიც უკრაინის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პუტინის მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკს ეკუთვნის. ის, როგორც კრემლთან დაკავშირებული პირი, ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდა.