"ეს კრიზისი ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის, მისით მხოლოდ კრემლი სარგებლობს", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარემ, თადარიგის გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა.
გენერალი ფილიპ ბრიდლოვი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრობს.
"ჩემი, როგორც ნატოს ჯარების მთავარსარდლის და ავღანეთში ძალების მეთაურის საქმიანობის განმავლობაში, გავიცანი და ძალიან დავაფასე ქართული ძალები, ბევრჯერ ვიყავი ქვეყანაში. მიყვარს ქართველი ხალხი და ის, რისიც მათ სჯერათ შავი ზღვის და მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, რთული სამეზობლოა. ჩემთვის მტკივნეულია იმის ყურება, რაც საქართველოში ხდება. ვლოცულობ იმისთვის, რომ ქვეყანამ მონახოს გამოსავალი ამ ბრძოლებიდან, რადგან ის დიადი ერია და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ამ ნაწილში, ის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხდახა ბრიდლოვმა.
მისი თქმით, კრიზისში დაპირისპირებულ რომელიმე ძალას არ ემხრობა, თუმცა ყველას მოუწოდებს საერთო ღირებულებები გაიხსენონ, დიალოგი განაახლონ და ქართველი ხალხის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენონ. მისივე თქმით, ჩრდილოეთით მყოფ დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში.
"ამერიკაში პოლიტიკაში ჩართვისგან თავს ვიკავებ. არ ვფიქრობ, გენერლები პოლიტიკაში უნდა მონაწილეობდნენ. აქაც კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის, მთავრობისა და სხვა ლიდერების ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს", - განაცხადა გენერალმა.
გენალი მხარეებ მოუწოდებს პოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ - "ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რასაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ისინი ნატოსა და დასავლეთში გაწევრიანებისთვის იბრძოდნენ. ავღანეთში და სხვაგან, ნატოს ძალებთან მუშაობის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ყოველთვის იყო ის, რომ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ.
ვფიქრობ, რომ საქართველოც დიადი ქვეყანაა. მათ მხოლოდ იმ ღირებულებებზე რომ გააკეთონ ფოკუსირება და გამონახონ ერთმანეთთან საერთო თემები, საქართველოც გამოვა ამ სიტუაციიდან".
როგორც გენერალი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ მიმდინარე მოვლენებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.
"იმის მჯერა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რასაც საქართველოს ჯარისკაცები აკეთებენ ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ, ამერიკაშიც ბევრი პოლიტიკური პრობლემა გვაქვს და ვხედავთ, რომ საქართველოშიც მსგავსი პროცესები ხდება. მჯერა, რომ ამერიკა ხედავს ყველაფერ კარგს, საქართველოს მოუწოდებს და დაეხმარება ამ გამოწვევის გადალახვაში", - აცხადებს გენერალი.