ევროკავშირის მეორე ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა "სპუტნისკ V" შეიძინა - სლოვაკეთია. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.
1 მარტს, რუსეთიდან აღმოსავლეთ სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“- ის პირველი პარტია - 200 000 დოზა ჩაიტანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთმა რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზის შეძენას ხელი მოაწერა, მაგრამ ამ პირველ მიწოდებამდე შესყიდვა საიდუმლოდ ინახებოდა.
პრემიერ მინისტრ იგორ მატოვიჩის თქმით, სლოვაკეთი მიიღებს დამატებით ერთ მილიონ დოზას, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო კიდევ ერთი მილიონი დოზა ჩამოვა მაისსა და ივნისში.
ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა მიიღო არის უნგრეთი. რუსული ვაქცინა არ არის დამტკიცებული ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მიერ.