ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 686-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა 3 532-მდე გაიზარდა.
დადებითობის მაჩვენებელი: 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.78 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.4%.
461 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 250, აჭარა - 7, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 35, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 692, აჭარაში - 177, იმერეთში - 276.
მძიმე პაციენტი: 247, მათ შორის, თბილისში - 97, აჭარაში - 30, იმერეთში - 69.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 102, მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 4, იმერეთში - 12.
149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 36 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 515 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 26.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 388 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 089 პირი, აჭარაში - 394, იმერეთში - 688.