პარლამენტთან პიკეტირების დროს პოლიციამ 7 აქტვისტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ცხრა აპრილის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, დაკავებულებს შორის არიან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები.
აქციის მონაწილეები ტროტუარზე იდგნენ და დეპუტატებს შეძახილებით "მონა" აცილებდნენ.
შვიდივე აქტივისტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. რაც სამართალდამცავთა მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.