27 იანვრიდან პირველ თებერვლამდე NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.
29 იანვარს გენერალური მდივანი ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. 30 იანვარს, სტოლტენბერგი შეხვდება წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატ ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს, სენატის რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს, ასევე სხვა დემოკრატ და რესპუბლიკელ წარმომადგენლებსა და სენატორებს.