უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული ოთხივე დრონი გაანადგურეს.

  • საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან ) "შაჰიდის" ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში," - წერია საჰაერო ძალების განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.