თბილისში, ხვალ გაზმომარაგება 7800-მდე აბონენტს შეუწყდება - გაზის მიწოდება 29 იანვარს, 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აღდგება

თბილისის 7800-მდე აბონენტს გაზმომარაგება სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში შეუწყდება.

ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ვებგვერდზე ავრცელებს.


„გაცნობებთ, რომ შპს „კორტების“ დაკვეთით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით კვირას, 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება პლატონ იოსელიანის ქ. 37, სულხან ნასიძის (ყოფ. ახალშენის) ქ. 23, 50, სიმონ ჩიქოვანის ქ. 6, 6ა, 20, 22, 24, 24ა, 30, 34, 36, 38, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძის ქ. 1, 1კ, 3, 5, 8, 22, 39, 40, ვიქტორ დოლიძის ქ. 45, 120, 120ა, 136, 46/ბალანჩივაძის ქ. 41, ლიხაურის ქ. 35, 45ა, 45ა/35ბ, იყალთოს ქ. 4, 44ბ/44ა, ტუსკიას ქ. 25, ქარელის ქ. 25, 26 (იყალთოს ქ. 1) ბახტრიონის ქ. 30, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის 1, 12, 12ა, 17, 18, 18ა, 18ბ, 18გ, 19, 20, 20ა, 22, 23, 27 კორპუსებისა და ფანასკერტელის ქ. 12-ის მიმდებარედ, ნაკვ. 4/22, პეკინის გამზ. 6, პეკინის შეს. 4, ახალშენის ქ. 11, 17ა, 40-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ზაურ ბოლქვაძის ქ. 1. 3, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, იონა ტუსკიას, იყალთოს, თამაზ ჭელიძის, ზურაბ ქაფიანიძის, კიტა ბუაჩიძის, ტეხურის, გურამ ბზვანელის, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე # 112-ე ბაგა-ბაღს, ჯვართამაღლების ეკლესიას, საჯარო სკოლა # 162-ს, შპს ,,ავერსი ფარმა აფთიაქს” # 165-ს და სხვა და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება აღდგება 29 იანვარს, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში,“  წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.