ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ.
Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებას ჩრილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე, ფხენიანში მიაღწიეს. ჩინელი დიპლომატი, ჩრდილოეთ კორეაში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა.
თავის მხრივ, პეკინის განცხადებით, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული კომუნიკაციების "ყველა დონეზე" გაძლიერების პირობა დადო და კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით "ურყევი პოზიცია" კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ორ მუდმივ წევრთან, ტრადიციულ მოკავშირეებთან პეკინთან და მოსკოვთან კავშირები მკვეთრად გააუმჯობესა.
- ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული
- აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა