თამარ გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება

"გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ესაა COVAX პლატფორმა, ბილატერალური მოლაპარაკება და ევროკავშირთან თანამშრომლობა. ეს სამივე გზა დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია. ჩვენ როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია ბილატერალური შეთანხმებისა ან ევროკავშირის მხრიდან რაიმე კონკრეტული დაპირებისა და შეთანხმების შესახებ, ამასაც გაცნობებთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მარტის ბოლომდე ქვეყანაში Astrazeneca ვაქცინის შემოტანა უნდა დასრულდეს.

"COVAX-ი მიუთითებს, რომ ქვეყანაში Astrazeneca ვაქცინა უფრო ადრე შემოვა, ვიდრე Pfizer-ი. ეს ვადა დადასტურდება მას შემდეგ, რაც Pfizer-თან პირობებზე შევთანხმდებით. მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ვადა მარტს არ გადასცდება, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“, - აღნიშნა გაბუნიამ.