უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსმა ოკუპამტებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კი S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით შეუტიეს.

„განადგურდა მტრის რვა უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს ოლქებში,“- აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.