საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს.
ბრიფინგის თემა ოფიციალურად დაანონსებული არ არის, თუმცა ამ ბრიფინგს წინ უძღვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.