სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვით არის დაინტერესებული. როგორც სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, ბრატისლავას, რომელიც ამ სისტემების შესყიდვას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს, სურს, ფასდაკლებით ისარგებლოს.
აშშ-ის წინადადება 12 ახალი ვერტმფრენის შეძენისას 66%-იანი ფასდაკლებას გულისხმობდა, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთმა უკრაინაში თავისი ძველი MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა.
„ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა, შეიძლებოდა თუ არა ამ ფასდაკლების გამოყენება Patriot-ისთის,“ - განაცხადა კალინიაკმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ სლოვაკეთი პოლონეთთან და ისრაელთან მოკლე და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიური Patriot სისტემა ამჟამად სლოვაკეთშია განლაგებული და იქ აპრილამდე დარჩება.