რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.