შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების.


„ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ გავხდით სტატუსის მქონე ქვეყანა და გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რითაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ ლიდერი და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ კარგი პერსპექტივაა.


სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მან ისაუბრა იმაზე, რომ წელს მნიშვნელოვანი წელია და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე უნდა გავიდეს ყველაზე უფრო ძლიერად, რათა დამაჯერებელი შედეგები ჰქონდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი პრინციპული დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არა არეულობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა.