ბათუმში, მიკროვტობუსის მძღოლებმა სამგზავრო ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაზრდას მოითხოვენ.
ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირებამ და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობის აკრძალვამ მათი ყოველდღიური ხარჯი გაზარდა.
მძღოლების თქმით, ბათუმის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელობისგან დაპირება მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.