უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთის შეტევის დასრულებას პროგნოზირებს

ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია უკრაინაში გრძელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ის მთლიანად, გაზაფხულის დასაწყისში შეჩერდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. კირილ ბუდანოვის თქმით, შეტევა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და უკვე ორთვენახევარია, მიმდინარეობს. დაზვერვის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ თავდასხმის შედეგების დახასიათება არასწორი იქნებოდა, თუმცა „დონეცკის ოლქის ავდიივკის მახლობლად, ოკუპანტებმა გარკვეული წინსვლა განიცადეს.“

ამავდროულად, მან განმარტა, რომ მტრის მოქმედების დასრულება ნიშნავს უკრაინის ჯარების მოქმედებების დაწყებას.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.