ოთხშაბათს, 31 იანვარს, კიევში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„დღეს ჩვენ შევხვდებით მთავრობის ლიდერებს, ვეტერანებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს საერთო ვალდებულებას უკრაინაში რუსული აგრესიის დამარცხებისადმი,“ - წერს ბრინკი.
ნულანდი მანამდე თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა.