ჩოხატაურში მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა

ჩოხატაურში, სოფელ სურების მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს და გუბერნატორს მოუწოდებენ, რომ ჰესის აშენებას მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ და მოსახლეობის გვერდით დადგნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არ უნდა დაუშვან მათი მიწის ფართობების "სუფსა ენერჯისათვის" 49 წლის ვადით გადაცემა და "ნამახვანი 2-ის" გამეორებას.

სურების საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ვითარება საგანგაშოა და სუფსის ხეობა საფრთხეშია.