აშშ-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზუსტი მართვადი ბომბი უკრაინის ფრონტზე უკვე გაგზავნილია

შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის ახალი იარაღის სისტემების მიწოდებას, როგორიცაა, მცირე დიამეტრის ბომბები, რომლებიც უკვე ფრონტისკენ მიემართებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ამ ზამთარში უფრო ძლიერია, ვიდრე შარშანდელი ზამთრის დროს იყო.

„უკრაინის გამარჯვება აშკარად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა აქ. ის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ყველანი ვამაყობთ უკრაინის გვერდით დგომით," - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


პენტაგონში დღეს დაადასტურეს, რომ უკრაინა შეთანხმებების შესაბამისად მიიღებს ამერიკულ GLSDB (სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბი) ბომბებს, მაგრამ აღნიშნეს, რომ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებდნენ.

„როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. თუმცა ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.

რაიდერის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.