სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება.
14:00 საათზე „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადასატურებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს."ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.