„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას.
„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობაზე მივიდა.