ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. ყოფილი პრემიერი მმართველი პარტიის ყრილობაზე აირჩიეს ახალ პოსტზე.
„ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.