ირაკლი კობახიძე: მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მინისტრები არ შეიცვლებიან და სპეკულაციებია ის, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი შეიცვლებოდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მან მთავრობის ყველა წევრს პოსტზე დარჩენა შესთავაზა. არის ერთადერთი გამონაკლისი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა სხვა სფეროში გადანაცვლება ისურვა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯუანშერბურჭულაძის არჩევანს პატივს სცემს. ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.