ჯუანშერ ბურჭულაძე: მივიღე შემოთავაზება, განვიხილო NATO-ში ელჩის თანამდებობა, ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას

„შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო NATO-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას,“ - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის შეკითხვებს.

მან განმარტა, რომ ეს 4 თვე დასვენების პერიოდი იქნება.


„13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

NATO-ში ელჩის პოზიციას ამჟამად ვიქტორ დოლიძე იკავებს.