პრეზიდენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი საერთო მომავლისკენ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმება ევროპული ერთობის, პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. 

„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი საერთო მომავლისა და ჩვენი განუყოფელი უსაფრთხოებისკენ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგა,“ წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.