CBS: აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანულ სამიზნეებზე დარტყმების გეგმა დაამტკიცა

აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ავიადარტყმების დრო დიდწილად ამინდით იქნება განსაზღვრული.


ავიადარტყმები პასუხად მოჰყვება ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. სირიასა და ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების სერიის შემდეგ, აღნიშნულ ინციდენტს პირველად მოყვა მსხვერპლი.