სომხეთი NATO-ს უახლოვდება – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება.

„ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ.


ელჩმა გაამჟღავნა, რომ ორი მხარე ახლა ახლოსაა ახალი „ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამასთან“, რომელიც განასახიერებს სომხეთის უფრო მჭიდრო პარტნიორობას ალიანსთან. მან არ ისაუბრა სამოქმედო გეგმის დეტალებზე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ის დასახავს "საკმაოდ ამბიციურ მიზნებს."


კოლომინას ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. ის დაიმუქრა, რომ NATO-სთან ერევნის დაახლოებას სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მეტი დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია.

„უკვე ვნახეთ NATO-სთან სიახლოვე ზოგიერთ ქვეყანას რას უკეთებს: კონფლიქტებში ჩაბმა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, ყველა სფეროში უცხოურ გეგმებზე დაყოლიება და, რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობა. უმჯობესი იქნება სომხეთმა რუკა გადაშალოს და დახედოს რეგიონს, რა ქვეყნებს შორის არის. დასავლეთი ყველას აძლევს პირობებს, ნეტავ რომელი მათგანი შესრულებულა და სად," – ამბობს ზახაროვა.


ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.