გორში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისი დაარბიეს, ოფისის შესასვლელი კარის და ფანჯრების მინები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს.
.როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჯგუფური თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ოფისში არავინ იმყოფებოდა. უცნობია, შევიდა თუ არა ვინმე შენობის შიგნით. თავდამსხმელების ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს
„ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოფისს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს და ქვებით მინები ჩაამტვრია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვასილისა ჯალაბაძის ინფორმაციით, ოფისში მომხდარის დროს არავინ იმყოფებოდა და მათ ამის შესახებ თვითმხილველისგან გაიგეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.