კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა.
„დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო,“ - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას, რომლის გამოც საჰაერო განგაში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.